მთავარი პოლიტიკა საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებისას, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება

საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებისას, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება

0 525

პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება, ხოლო
თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ ცვლილებას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადს გახდის ძალადობას, ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ადგილას, ან მათ მიმდებარედ.
მუხლი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება: ჯგუფური დანაშაულის დროს გათვალისწინებული იქნება ოთხ წლამდე პატიმრობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ცვლილების პროექტს საქართველოს მთავრობა 27 მაისის სხდომაზე განიხილავს. პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციების გამკაცრების ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი