მთავარი პოლიტიკა რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი 2017 წელს გაიმართება

რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი 2017 წელს გაიმართება

0 543

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი 2017 წელს ჩატარდება.

“ვხელმძღვანელობთ სამხრეთ ოსეთის ხალხის გრძელვადაინი ინტერესებით და ვისწრაფვით საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობისკენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, გამოვდივართ ერთობლივი განცხადებით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდეს 2017 წელს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ”. – აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი აცხადებდა, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარე წლის აგვისტომდე გაიმართებოდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი