მთავარი უცხოეთის ამბები პროფკავშირები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩაშლით იმუქრებიან

პროფკავშირები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩაშლით იმუქრებიან

საფრანგეთის პროფკავშირები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩაშლით იმუქრებიან. აღნიშნულ ინფორმაციას эхо москвы ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. საერთაშორისო კონფედერაციამ და საფრანგეთის ყველზე დიდმა პროფკავშირმა შრომით კანონში ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 14 ივნისისთვის დაგეგმა.

პერმანენტული დემონსტრაციებისა და არეულობის გამო, საფრანგეთში ნავთობ-ენერგეტიკული კომპლექსი პარალიზებულია. მთელი ქვეყნის მასშტაბით საწვავის დეფიციტია. შრომით კოდექსში შეტანილი ცვლილებების გაუქმების მოთხოვნით ავიადისპეტჩერები გაიფიცნენ, რამაც ათობით რეისის გაუქმება გამოიწვია.

საფრანგეთში ”ევრო 2016” 10 ივნისს იწყება. შრომითი კოდექსის რეფორმირების პროექტი საფრანგეთის სენატს დასამტკიცებლად 13 ივნისს წარედგინება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი