მთავარი პოლიტიკა პრეზიდენტის ადმინისტრაცია კორცხელის ინციდენტზე განცხადებას აკეთებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კორცხელის ინციდენტზე განცხადებას აკეთებს

0 726

„იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“, – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ გააკეთა.
როგორც მიშველაძემ განაცხადა, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უსწრაფესად გამოვლინდება ყველა დამნაშავე და თითოეულ მათგანს კანონის შესაბამისად დაეკისრება ადეკვატური პასუხისმგებლობა.
„ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას. პრეზიდენტის აზრით, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მსგავს ინციდენტებს არ ჰყავს გამარჯვებული არამედ ჰყავს მხოლოდ დაზარალებულები.
იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზინება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.
არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი არის ამომრჩეველი , რომელსაც სურს მშვიდ ვითარებაში გააკეთოს არჩევანი პოლიტიკური პარტების საარჩევნო პროგრამების მიხედვით.
მთლიანობაში კი ეს პირდაპირ კავშირში არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფიოებრებივი პროცესი, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავსაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური ევროპული სტანდარტების არჩევნების ჩატარება.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უსწრაფესად გამოვლინდება ყველა დამნაშავე და თითოეულ მათგანს კანონის შესაბამისად დაეკისრება ადეკვატური პასუხისმგებლობა.
გამოძიება უნდა იყოს სამაგალითო , რომ სამომავლოდ ვერავინ გაბედოს საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დაზარალება“, – განაცხადა მიშველაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ კორცხალში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს – თენგიზ გუნავას, ნიკა მელიასა და გიგა ბოკერიას ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება კი ტერიტორიაზე ნიკა მელიას გამოჩენამ გამოიწვია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი