მთავარი კულტურა ხელოვნება “ოქროს პალმის რტოს” მფლობელი ბრიტანული ფილმი გახდა

“ოქროს პალმის რტოს” მფლობელი ბრიტანული ფილმი გახდა

საფრანგეთში,  კანის  მთავარი პრიზი – “ოქროს პალმის რტო” –  ბრიტანულმა  ფილმმა “მე დანიელ ბრეიკი” მიიღო. მძაფრსიუჟეტიანი დრამის რეჟისორი კენ ლოუჩი ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.

 გრან-პრის მფლობელი გახდა  “ეს მხოლოდ ქვეყნიერების აღსასრულია”, რეჟისორი კსავიე დოლანი, ჟიურის პრიზი ერგო ფილმს –  “ამერიკული თაფლი”, რეჟისორი ანდრეა არნოლდი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

 საუკეთესო რეჟისურის გამარჯვებული გახდა  შვეიცარიელი ოლივიე ასაიასი, “პირადი მყიდველი” და რუმინელი კრისტიან მუნჯიუ  “ბაკალავრი”.

   საუკეთესო სცენარის გამარჯვებულია  ირანელი ასგარ ფარხატი  “გამსაღებელი”.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი შახაბ ჰოსეინი გახდა ფილმიდან “გამსაღებელი”,   საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული  ჟაკლინ ჟოზეს ერგო  – “Ma ‘Rosa”.

კანის 69-ე კინოფესტივალი 11 მაისს გაიხსნა და  22 მაისს დაიხურა.

https://www.youtube.com/watch?v=EcKQeeIY3ok

https://www.youtube.com/watch?v=oycxn36QAGU

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი