მთავარი პოლიტიკა “ნარმანია და მისი ძმობილი თორდინავა რეპრესიული ზომების გატარებას განაგრძობენ”

“ნარმანია და მისი ძმობილი თორდინავა რეპრესიული ზომების გატარებას განაგრძობენ”

0 694

36-ე, მე-3, 144-ე 2013-ე საბავშვო ბაღის დირექტორები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. მათი ნაწილი თბილისის საკრებულოში იმყოფებოდა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ბრიფინგი გამართეს.

“ნარმანია და მისი ძმობილი თორდინავა თბილისის საბავშვო ბაღების დირექტორებისა და სხვა თანამშრომლების მიმართ რეპრესიული ზომების გატარებას განაგრძობენ. გუშინ კიდევ 4 ბაღის დირექტორი იქნა მოხსნილი, სრულიად ყურით მოთრეული მიზეზებით ხდება მოხსნა და განაგრძობენ თავიანთი აქტივისტების დასაქმებას”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ.

ბაღის გათავისუფლებული დირექტორები პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. ელზა უდესიანი აცხადებს, რომ მას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი რამდენჯერმე დაუკავშირდა და დაკითხა. უდესიანის თქმით, მათი დაკვეთით ხდება მათთვის არასასურველი დირექტორების გათავისუფლება.

„ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, სახელმწიფო მანქანა ებრძვის გია უდესიანს, ვინაიდან ვარ გია უდესიანის და, შერჩევით მოხდა ამ ფინანსური დოკუმენტაციის გაწვევაც“, – განაცხადა ელზა უდესიანმა.

36-ე საბავშვო ბაღში ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი დირექტორის გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი