მთავარი პოლიტიკა “მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა”

“მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა”

0 556

„ქართული ოცნების“ წევრი ომარ ნიშნიანიძე კორცხელში მომხდარი ინციდენტს გამოეხმაურა.

“ცხრა წლის განმავლობაში გვცემდნენ და რატომ გიკვირთ, რომ ახლა ხელი შევუბრუნოთ მათ, დროზე უნდა გალახულიყვნენ, თავის დროზე უნდა დასჯილიყვნენ და დღეს ეს არ მოხდებოდა”, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

მისივე თქმით ჯერ 2012 წელს კარალეთში მომხდარი ფაქტის მონაწილეეები დასაჯონ და მერე „ამ ბიჭებსაც ყურები ავუწიოთ“.

„მოდი, ჯერ დავსაჯოთ ისინი, ვინც 2012 წელს თავები დაგვიხეთქეს ქვებით კარალეთში. თუ ერთი ადგილი ჰქონდათ, ის ხალხი დაესაჯათ. მერე დააყენონ იმის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს ბიჭები გააგზავნა სამეგრელოში და მერე კი ბატონო, ამ ბიჭებსაც ვუთხრათ, თუ გინდა ყური ავუწიოთ, მე ვიტყოდი – დავარიგოთ, რომ არჩევნების დღეს და არჩევნების პერიოდში არ შეიძლება მათი ცემა, თორე ისე საცემები არიან”, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი