მთავარი საზოგადოება მაშველებმა მტკვარში მანქანით გადავარდნილი მღვდელ-მონაზვნის ცხედარი იპოვეს (ვიდეო)

მაშველებმა მტკვარში მანქანით გადავარდნილი მღვდელ-მონაზვნის ცხედარი იპოვეს (ვიდეო)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, რამდენიმე დღის წინ მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა და ცხედარი იპოვეს და წყლიდან ამოიღეს.

შემთხვევა 17 მაისს, გამთენიისას, თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ოპერატიულად – შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიწყეს.

მდინარე მტკვრის ძლიერი დინებისა და რთული რელიეფური პირობების მიუხედავად, მაშველებმა, თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკარგული “ოპელის” მარკის ავტომობილისა და მისი მძღოლის ცხედარს მიაკვლიეს და წყლიდან ამოღება შეძლეს.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი