მთავარი საზოგადოება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება 1 ივლისიდან სრულად ამოქმედდება

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება 1 ივლისიდან სრულად ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება 1 ივლისიდან სრულად ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა დიპლომატმა ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობისა” და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“დღევანდელ შეხვედრაზე ქალბატონმა მოგერინიმ აღნიშნა, რომ განიხილება საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფარგლებში საქართველოს ასოცირების შეთანხმების საბოლოდ ძალაში შესვლის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის. ძალიან მოკლე დროში მოხდა ევროკაშირის ყველა წევრი ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების კუთხით და იგი სრულად ამოქმედდება 1 ივლისიდან.
როგორც მოგეხსენებათ, ასოცირების შეთანხმება პირობითად ძალაშია შესული 2014 წლის 1 სეტემბრიდან. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა დადებითი შედეგები მოუტანა საქართველოს ასოცირების შეთანხმების პირობითად ამოქმედებამ. ასევე ვისაუბრეთ იმ პოლიტიკურ შედეგებზე, რაც დემოკრატიული განვითარების კუთხით მოიტანა ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციამ”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო დღის წესრიგი კიდევ უფრო ამბიციური იქნება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი