მთავარი პოლიტიკა გოკა გაბაშვილი იმ პირების ვინაობას ასაჯაროვებს, რომლებმაც კორცხელის ინციდენტში მონაწილეობა მიიღეს

გოკა გაბაშვილი იმ პირების ვინაობას ასაჯაროვებს, რომლებმაც კორცხელის ინციდენტში მონაწილეობა მიიღეს

0 841

ნაციონალურ მოძრაობაში მორიგი საგანგებო ბრიფინგი გამართეს და ჟურნალისტებს იმ პირების ფოტოები წარუდგინეს, რომლებმაც პარტიის ლიდერებზე ფიზიკური ანგარიშწორება განახორციელეს. როგორც გოკა გაბაშვილმა განაცხადა, კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს კახი კალაძე აფინანსებს.

„უშუალო ხელმძღვანელი, შემქმნელი და დამფინანსებელი არის კახი კალაძე, უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს გიორგი არეშიძე ის ქირაობს სპორტულ დარბაზს, სადაც იწვრთვნებიან ასეთი ცემა-ტყეპისთვის ასეთი ზონდერჯგუფები, მისი ენჯეოს საფარქვეშ კეთდება ეს ყველაფერი, რეკრუტირებას ახდენს გეგა გეგეშიძე, რომელიც იყო ჭიკაიძის დაცვის უფროსი, მისი ბიძაშვილი იყო მთავარი ინიციატორი ამ ცემა-ტყეპისა, ვლადიმერ გეგეშიძე, კალაძესთან არის აქ კობა ტყეშელაშვილი, რომელიც დღეს ძალიან აქტიური იყო. ჩვენ ვახდენთ სახეებით ყველას იდენტიფიცირებას. ჯერჯერობით იდენტიფიცირებულია 14 ადამიანი: გიგა ტყემალაძე, ვლადიმერ გეგეშიძე, გიო უბილავა, ნოშრევან წურწუმია, ლევან დემურია, გიორგი გიგაური, ლაშა დვალიშვილი, გიორგი კურუა დავით ხორავა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი, ვახტანგ წურწუმია და ლაშა დვალიშვილი. ეს იყო მთავრობიდან დაკვეთილი დარბევა,”-აცხადებს გოკა გაბაშვილი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი