მთავარი პოლიტიკა ბარაკ ობამა: ,,ნება მომეცით საქართველოს მოქალაქეებს მივულოცო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავი”

ბარაკ ობამა: ,,ნება მომეცით საქართველოს მოქალაქეებს მივულოცო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავი”

0 532

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ამერიკელი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავენ.
მილოცვაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნავს, რომ საქართველო, დემოკრატიული პროგრესის კუთხით, რეგიონალური ლიდერია.
„პრეზიდენტ ობამასა და ამერიკელი ხალხის სახელით, ნება მომეცით საქართველოს მოქალაქეებს მივულოცო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავი. 26 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას მეოთხედი საუკუნე უსრულდება. საქართველო რეგიონალური ლიდერია დემოკრატიული პროგრესის კუთხით. ეს უდიდესი მიღწევაა – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია”, – ნათქვამია მილოცვაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ქვეყნის სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.
„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს პარტნიორობას და მის მიერ ერისა და რეგიონის უკეთესი მომავლის შესაქმნელად ავღანეთში გაღებულ მსხვერპლს. ვულოცავ ქართველ ერს ამ საამაყო დღესასწაულს და მომავალშიც მოუთმენლად ველი პარტნიორობის გაღრმავებას დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოსთან”, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მილოცვაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი