მთავარი სამართალი ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს

ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს

0 856

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, 6 მაისის პარკში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია და ამჟამად მისი დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. შესაბამისად, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე, განზრახ მკვლელობის, მუხლით მიმდინარეობს.

35 წლის მამაკაცი გუშინ ბათუმში, 6 მაისის სახელობის პარკის შესასვლელთან მანქანაში ჩაცხრილეს. მამაკაცმა მანქანით ცოლსა და შვილებს მიაკითხა, რომლის დროსაც ცეცხლი გაუხსნეს და რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი მისსავე მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი