მთავარი რეგიონი აჭარის 2016-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დასრულდა

აჭარის 2016-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დასრულდა

0 501

აჭარის 2016-2020 წლის სოფლის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დასრულდა. აღნიშნული დოკუმენტი აჭარის მთავრობისათვის მთავარი სტრატეგიული დოკუმენტი გახდება რეგიონში სოფლად განვითარების მიმართულებით. სტრატეგიის მთავარი მიზანია არაურბანულ დასახლებებში მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიღარიბის დონის შემცირება. სოფლის განვითარება მრავალ სფეროს მოიცავს, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას.
სტრატეგიის დოკუმენტი 17 მაისს აჭარის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. მსგავსი სტრატეგიული დოკუმენტი სოფლის მეურნეობის დარგში საქართველოს მასშტაბით პირველად შემუშავდა. იგი მომზადდა ევროკავშირის გამოცდილების, მის მიერ სოფლის განვითარებისათვის განსაზღვრული ძირითადი ღონისძიებების და პროგრამების მეთოდოლოგიის შესაბამისად.
აჭარის 2016-2020 სოფლის წლების განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი შემუშავებულია ევროკავშირის და აჭარის ა/რ მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ENPARD-აჭარა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა“ ფარგლებში. პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის, აჭარის ა/რ მთავრობის სტრაგეტეგიის შემმუშავებელი საბჭოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი