მთავარი რეგიონი აჭარაში ტურისტული სეზონი გაიხსნა

აჭარაში ტურისტული სეზონი გაიხსნა

0 593

ბათუმის ბულვარში, აჭარის ტურიზმისა და კურიორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს.

შეხვედრას, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელი ტურისტები ესწრებიან.

ღონისძიების ფარგლებში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერორიასა და ბულვარის ახალ რეაბილიტირებულ ტერიტორიაზე საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს.

ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს ასევე დაგეგმილია ახალი ტურისტული მარშრუტების პრეზენტაციაც.

ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბათუმის ბულბვარში, დღესვე სპორტის სხვადასხვა სახეობაში აქტივობები გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, კულტურულ ობიექტებზე ტურისტებს შესვლა უფასოდ შეეძლებათ. გარდა ამისა, სტუმრებს სპეციალურ ფასდაკლებებს სთავაზობს ბულვართან მობილიზებული სხვადასხვა საზღავაო ტრანსპორტი, ატრანქციონები და სხვა გასართობი ობიექტები.

ღონისძიება შუაღამემდე გაგრძელდება და ფოიერვერკით დასრულდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი