მთავარი მოდა ჰოლანდიური VOGUE-ის გარეკანზე ამჯერად სუპერმოდელი დოუცენ კრუზი აღმოჩნდა

ჰოლანდიური VOGUE-ის გარეკანზე ამჯერად სუპერმოდელი დოუცენ კრუზი აღმოჩნდა

0 644

ჰოლანდიური VOGUE-ის აპრილის  თვის ნომრის გარეკანი სუპერმოდელმა დოუცენ კრუზმა დაამშვენა, ფოტოსესია ნეპალში გაიმართა, ფოტოები კი  მოდის ცნობილმა ფოტოგრაფმა Duy Vo გადაიღო.

ჟურნალთან საუბრისას სუპერმოდელმა თავის  საქველმოქმედო  საქმიანობაზე ისაუბრა.

Doutzen-Kroes--Vogue-Netherlands-2016--04-662x437

კრუზი წლებია  ორგანიზაცია  dance4life–სთან თანამშრომლობს.  ორგანიზაცია  ნაადრევ ასაკში  ქორწინებას, დაუგეგმავ ორსულობასა და სექსუალური ინფექციების პრევენციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

დოუცენი აქტიურად ეხმარება dance4life-ს და  მათ დოკუმენტურ ფილმშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც  მაყურებელს ამ რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი