მთავარი პოლიტიკა შევქმნი უწყებათაშორის კომისიას და პარტიებს ექნებათ ადგილი, სად განაცხადონ თავიანთი წუხილების შესახებ

შევქმნი უწყებათაშორის კომისიას და პარტიებს ექნებათ ადგილი, სად განაცხადონ თავიანთი წუხილების შესახებ

0 467

პრეზიდენტის განცხადებას არჩევნების თარიღის შესახებ განკარგულებაზე პრემიერის შენიშვნებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ წინასაარჩევნო კამპანია მაისიდან დაიწყოს, მინისტრი მზად არის, რომ შექმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ქვეყანაში არჩევნების გამართულად და გამჭვირვალედ ჩატარებაზე იქნება პასუხისმგებელი.

„2016 წლის პირველ აგვისტოს, როგორც მე მევალება კანონით, თუმცა თუკი პრეზიდენტის ნება იქნება, პირველ ივლისს, იმის მიხედვით, როგორი იქნება პრეზიდენტის პოზიცია, მე, რა თქმა უნდა, შევქმნი უწყებათაშორის კომისიას და პარტიებს, როგორც ყოველთვის, ექნებათ ადგილი, სად განაცხადონ თავიანთი წუხილების შესახებ“,-განაცხადა წულუკიანმა „რუსთავი2“-თან საუბრისას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი