მთავარი უცხოეთის ამბები უკრაინის მთავრობას ვლადიმერ გროისმანი უხელმძღვანელებს

უკრაინის მთავრობას ვლადიმერ გროისმანი უხელმძღვანელებს

უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი უმაღლესი რადას სპიკერი ვლადიმერ გროისმანი გახდება, ასევე შეთანხმებულია მინისტრთა კაბინეტის წევრების ვინაობა.

ქვეყნის პრემიერის თანამდებობაზე რადას ამჟამინდელ სპიკერ ვლადიმერ გროისმანთან მოლაპარაკებები, რომელიც უარს ამბობდა ამ თანამდებობაზე, შეთანხმებით დასრულდა.

გროისმანმა  კონსულტაციები გამართა  პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან  და უკრაინის  პრეზიდენტ პოროშენკოსთან პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საკითხზე. როგორც გროისმანი აცხადებს, რადას დეპუტატების ცხარე დისკუსიის შემდეგ, მაინც მოხერხდა ახალი მთავრობის შემადგენლობაზე შეთანხმება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი