მთავარი სამართალი სამართალდამცავებმა 12 კილოგრამი ოქროს ზოდების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

სამართალდამცავებმა 12 კილოგრამი ოქროს ზოდების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

0 553

საგამოძიებო სამსახურმა 12 კილოგრამი ოქროს ზოდებისა და 131 950 აშშ დოლარის შემოტანის ფაქტი გამოავლინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, უპრეცედენტო რაოდენობის, 12 კილოგრამი ოქროს ზოდებისა და დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აშშ დოლარის შემოტანის ფაქტი გამოავლინა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ბაირამ განჯალიევმა და ელმან ჰუსეინოვმა, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის’’ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ბაირამ განჯალიევის ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს უპრეცედენტო რაოდენობის, 1 100 000 ლარის ღირებულების არადეკლარირებული უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები და თანხა, 131 950 აშშ დოლარი. ბრალდებულები საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავა და ოქროს ზოდები და თანხა ნივმტკიცების სახით ამოიღო“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი