მთავარი პოლიტიკა სააკაშვილმა შესაძლოა, პოროშენკოს ადმინისტრაციას უხელმძღვანელოს

სააკაშვილმა შესაძლოა, პოროშენკოს ადმინისტრაციას უხელმძღვანელოს

0 510

ოდესის გუბერნატორთან, მიხეილ სააკაშვილთან ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ახალ თანამდებობაზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით.
გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დაიკავოს. გამოცემა წერს, რომ სააკაშვილი ამ თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ პოროშენკოს ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ბორის ლოჟკინი მინისტრთა კაბინების ახალ შემადგენლობაში შევა.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი