მთავარი უცხოეთის ამბები “თუ ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ არ ვიბრძოლებთ, „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ უფრო გაძლიერდება“

“თუ ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ არ ვიბრძოლებთ, „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ უფრო გაძლიერდება“

“თუ ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ არ ვიბრძოლებთ, „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ უფრო გაძლიერდება“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “Прямая линия”-ს დროს განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სირიაში მშვიდობა სამხედრო ოპერაციებით ვერ მიიღწევა და ამისთვის საჭიროა მოლაპარაკებები.

„უნდა მოხდეს შეთანხმება, რათა ყველა დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მიღებულ იქნას კონსტიტუცია, კონსტიტუციის საფუძველზე კი ჩატარდეს არჩევნები და ასეთი გზით მოხდეს კრიზისიდან გამოსვლა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მე-14 პრესკონფერენციას Прямая линия-ს მართავს, რომელსაც წამყვანი რუსული ტელეკომპანიები პირადპირ ეთერში აჩვენებენ. კითხვებს, ჟურნალისტების გარდა პუტინს რუსეთის სხვა მოქალაქეებიც უსვამენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი