მთავარი ეკონომიკა “თიბისი ბანკი” საკუთარ კლიენტებს აფრთხილებს

“თიბისი ბანკი” საკუთარ კლიენტებს აფრთხილებს

0 684

“თიბისი ბანკი” საკუთარ კლიენტებს აფრთხილებს.

როგორც “თიბისი ბანკის” მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ბოლო დროს ფიქსირდება შემთხვევა, როცა მათ კლიენტებს ბანკის სახელით ეგზავნებათ წერილი ელექტრონულ ფოსტაზე ინფორმაციით, რომ მათი ინტერნეტბანკის ანგარიში დაბლოკილია და აქტივაციისთვის საჭიროა მითითებულ ლინკზე გადასვლა, რომელიც ინტერნეტბანკის ვებგვერდის ასლს (Phishing) წარმოადგენს.

როგორც ბანკში განმარტავენ, აღნიშნულ წერილებს არ აქვს არანაირი კავშირი “თიბისი ბანკთან” და თაღლითურ ქმედებას წარმოადგენს.

“გთხოვთ, არ გადახვიდეთ მითითებულ მისამართზე და არ შეიყვანოთ თქვენი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი.

ასევე, გთხოვთ, ინტერნეტბანკში შესვლისას ყოველთვის გადაამოწმოთ, რომ იმყოფებით უსაფრთხო მისამართზე, რომელიც იწყება https://tbconline.ge. თუ თქვენ უკვე შეხვედით თაღლითურ მისამართზე და უკვე შეიყვანეთ თქვენი მონაცემები, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეცვალოთ თქვენი პაროლი ინტერნეტბანკში ან დაგვიკავშირდეთ +(995 32) 2 27 27 27″, – ნათქვამია “თიბისი ბანკის” განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი