მთავარი უცხოეთის ამბები დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ყველა თავის თავს გამოავლენს – ვლადიმერ გროისმანი მიხეილ სააკაშვილზე

დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ყველა თავის თავს გამოავლენს – ვლადიმერ გროისმანი მიხეილ სააკაშვილზე

უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გროისმანს ტელეარხ 24-ის ეთერში კომენტარი სთხოვეს ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ამბობს, რომ ახალი მთავრობა მეორეხარისხოვანია.

“დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ყველა თავის თავს გამოავლენს.  შეფასება შესრულებული საქმიანობის შედეგების მიხედვით ხდება”, – განაცხადა გროისმანმა, თუმცა აღნიშნა, რომ მასთან შეხვედრისას სააკაშვილს მსგავსი არაფერი უთქვამს.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა,  “ბევრი კარგი ხალხი იქ არ იქნა მიწვეული,  ბევრმა კარგმა ადამიანმა უარი თქვა და ეს არ არის ნორმალური”.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი