მთავარი პოლიტიკა გოგი თოფაძე „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანებას არ გამორიცხავს

გოგი თოფაძე „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანებას არ გამორიცხავს

0 471

პარლამენტის წევრმა, „მრეწველთა პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ “მრეწველებმა” „პატრიოტთა ალიანსთან“ შექმნან გაერთიანება, მან განაცხადა, რომ ეს გამორიცხული არ არის.
„დღესდღეობით ვცდილობთ არჩევნებზე მარტო გავიდეთ, თუმცა ალიანსს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ძალიან ობიექტური ტელევიზია შექმნეს, სხვა ტელეარხებისგან განსხვავებით. მათ პროქართული პოზიცია უჭირავთ. პატივს ვცემთ თარხან-მოურავსაც, ქალბატონ ირმასაც, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ვფიქრობთ, ჩვენ ბევრთან იმდენი უპირატესობა გვაქვს, რომ ყველა საარჩევნო უბანში ჩვენი წარმომადგენელი გვყავს – 3700 კაცი, ყველა უბანზე გვყავს დამკვირვებლები – საკმაოდ გამოცდილი ხალხი და გვაქვს იმედი, რომ არჩევნებს არავინ გააყალბებს. ვნახოთ, პოლიტიკური სიტუაცია როგორ განვითარდება. ჩვენ არავისთან გამოვრიცხავთ ალიანსს “,- განაცხადა თოფაძემ.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი