მთავარი უცხოეთის ამბები სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა

სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ დონეცკის სასამართლომ უკრაინელ პილოტს ნადეჟდა სავჩენკოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, – ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. სავჩენკოს უკრაინის ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე რუსი ჟურნალისტების დაღუპვაში ადანაშაულებენ. „ნადეჟდა სავჩენკო დამნაშავეა კორნელიუკის და ვოლოშინის მკვლელობაში, რაც ნინასწარი შეთქმულებით მოხდა“, – განაცხადა სასამართლოს თავმჯდომარემ ლეონიდ სტეპანენკომ. მან ასევე დაამატა, რომ სავჩენკომ რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. სავჩენკოს ადვოკატი მარკ ფეიგინი აცხადებს, რომ ის სასამართლოს განაჩენის შემდეგ კვლავ მშრალ შიმშილობას გამოაცხადებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი