მთავარი საზოგადოება რა გახდა სამ დღეში 13 ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლების მიზეზი

რა გახდა სამ დღეში 13 ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლების მიზეზი


ბაღების მართვის სააგენტომ ბოლო სამ დღეში თანამდებობიდან სკოლამდელი დაწესებულების 13 ხელმძღვანელი გაათავისუფლა.

მიზეზად თბილისის მერიის სსიპ-ში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ასახელებენ, თუმცა, ამ არგუმენტს არ იზიარებენ თავად გათავისუფლებული დირექტორები, რომლებიც გადაწყვეტილების უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ.

თბილისის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში დღეს სასწავლო პროცესიც ჩაიშალა. მშობლები დირექტორის აღდგენას ითხოვენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი