მთავარი რეგიონი ციხისძირში ხეების გადარგვის საქმეზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს

ციხისძირში ხეების გადარგვის საქმეზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს

0 934

ციხისძირში ხეების გადარგვის საქმეზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი კი 19 თებერვლლისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, ხუთივე პირი ბუკნარში იმ დროს დააკავეს, როცა ხეების გადარგვის საპროტესტოდ ტექნიკას წინ გადაუდგნენ და მუშაობის საშუალება არ მისცეს. ისინი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აიყვანეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის კანონიერ მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ხეების გადარგვის მოწინააღმდეგეებმა ციხისძირში რამდენიმე დღის წინ კარვებიც გაშალეს და სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი