მთავარი სამართალი სამირა ბაირამოვას ახლობლები,ფონიჭალაში, პოლიციის შენობაში შეიჭრნენ

სამირა ბაირამოვას ახლობლები,ფონიჭალაში, პოლიციის შენობაში შეიჭრნენ

0 510

სამი დღის წინ ფონიჭალიდან გატაცებული სამირა ბაირამოვას ახლობლების ინფორმაციით, გოგონა კონტაქტზე გამოვიდა და შველა ითხოვა. როგორც ფონიჭალაში, პოლიციასთან გამართულ აქციაზე ბაირამოვას ერთ-ერთმა ახლობელმა განაცხადა, სამირა ბაირამოვამ ფარულად მოახერხა ბიძასთან დარეკვა და შველა ითხოვა. “უთქვამს,  რომ  სადღაც პარლამენტის შენობასთან ვარო” , – აცხადებენ  ნათესავები
პოლიციის შენობასთან გატაცებული ბაირამოვას ახლობლებმა აქცია გამართეს. მათ რუსთავი-თბილისის მაგისტრალიც გადაკეტეს და სამართალდამცველებისგან 17 წლის სამირა ბაირამოვას ადგილსამყოფელის დადგენას მოითხოვენ. 17 წლის გოგონას უკვე მესამე დღეა ეძებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი