მთავარი მედია „სად იყო მაშინ გია გაჩეჩილაძე, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი გადმოძვრა “მაესტროს” ოფისში”, –...

„სად იყო მაშინ გია გაჩეჩილაძე, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი გადმოძვრა “მაესტროს” ოფისში”, – ბაჩო კიკაბიძე

ცოტა ხნის წინ არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბაჩო კიკაბიძემ გააკეთა პირველი ვრცელი კომენტარი მედიასთან. ბაჩო კიკაბიძე პასუხობს, როგორც გია გაჩეჩილაძის კომენტარებს, ისე მისი ადვოკატის განცხადებებს.

კიკაბიძე ამბობს, რომ ,,მაესტრო “გამართულად მაუწყებლობს და გია გაჩეჩილაძის შველა არ სჭირდება არხს. მისივე განცხადებით, უსაფუძვლოა ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ არხი იძარცვება. მისი თქმით, არხი სწორედ იმ პერიოდში იძარცვებოდა, რამდენიმე წლის წინ, როდესაც სწორედ, გია გაჩეჩილაძე აქტიურად ერეოდა ტელევიზიის საქმიანობაში.

ასევე ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიაში შემოვიდა მაკა ასათიანი, ღრმა კრიზისიდან გამოვიდა არხი. მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში გაჩეჩილაძეს არხზე არცერთი პრობლემა არ მოუგვარებია.

„სად იყო მაშინ, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი გადმოძვრა ,,მაესტროს” ოფისში და აცხადებდა, რომ მაესტრო თვითონ იყო. სასამართლო პროცესებზე, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი მრავალმილიონიან ჯარიმებს ითხოვდა, არც მაშინ მინახავს,” – აცხადებს ბაჩო კიკაბიძე.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი