მთავარი რეგიონი “ნაციონალები” ქუთაისის მერიისგან პასუხს ითხოვენ

“ნაციონალები” ქუთაისის მერიისგან პასუხს ითხოვენ

0 633

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია ქალაქის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს მიმართავს. ორგანიზაცია განმარტებას მოითხოვს იმასთან დაკავშირებით, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე შედგა ჯარიმის ოქმი 1000 ლარის ოდენობით, რომელიც „ნაციონალებს“ მათი ოფისის აივანზე ბანერის განთავსებისათვის დაეკისრათ.

”ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ დაზიანდა შემოსასვლელი კარი, საღებავები ახლაც არის ფასადზე. ეს ადამიანები დაჯარიმდნენ 50 ლარით. ჩვენ, როდესაც კუთვნილ აივანზე გადაფენილი გვაქვს ბანერი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე 1000 ლარით რატომ ვჯარიმდებით,”- აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი შორენა საღინაძე.

“არა გაზპრომს,” “არა რუსი ოლიგარქის ოცნებას,” – ასეთია იმ პლაკატების შინაარსი, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის შენობის აივანზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი