მთავარი რეგიონი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი ბათუმში ჩამოვიდა

ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი ბათუმში ჩამოვიდა

ბათუმში დღეს ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი კონტრ-ადმირალი ჯორჯიო ლაციო ჩამოვიდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეხვდა.
ნატოს ხომალდზე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს თანამშრომლობასა და აქტიურ ჩართულობას ნატოს პროექტებში.
12695714_539251219569677_631277569_n

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გუშინ საპორტო ვიზიტით შემოვიდა, რომელიც ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ოთხი ხომალდითაა დაკომპლექტებული. ნატო-ს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი