მთავარი სამართალი მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უჩივლებს

მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უჩივლებს

0 773


თბილისის საქალაქო სასამრთლოს ყოფილი თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უჩივლებს. მამუკა ახვლედიანის თქმით, საბჭომ გადაწყვეტილება, მისი გადაყენების შესახებ, დარვევებით მიიღო.

საკუთარ პოზიციას ახვლედიანი ამ წუთებში სამოქალაქო სექტორს და მედიას აცნობს. მან ბევრ საკითხზე ისაუბრა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი საგამოცდო ტესტებთან დაკავშირებული სკანდალია. მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარებულ მოკვლევას ეჭვქვეშა აყენებს.

„ტერმინი – მოკვლევა, მგონი, შევარდნაძის ბოლო წლებშიც აღარ იყო ეს სიტყვა. ჩემთვის გასაკვირია, როდესაც საბჭოს მდივანი, რომელიც არის იმ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, თვითონვე ახდენს თავის კომისიაში, კომისიის გარეშე ე.წ. მოკვლევას და შემდგომ კაცმა არ იცის რა მასალები გადააგზავნეს პროკურატურაში, როგორ გამოარკვია ეს საკითხები, როდესაც ამ საკითხში ჩართულია სასამართლო სისტემის ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გამოკითხა ეს ხალხი, თუ როგორ გაიგო, რომ არავინ არის ჩართული ამ საკითხებში,“ – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

თბილისის საქალაქო სასამრთლოს ყოფილი თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა პროკურატურა ამ თემასთან დაკავშირებით უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეს და პარლამენტში ამ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც არ გამორიცხავს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი