მთავარი რეგიონი კომპანია skybus ყაზახეთის 9 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს გეგმავს

კომპანია skybus ყაზახეთის 9 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს გეგმავს

0 839

ზაფხულის სეზონზე ბათუმის მიმართულებით კომპანია Skybus ყაზახეთის 9 ქალაქიდან ჩარტერული რეისების განხორციელებას გეგმავს. კომპანია ფრენებს კვირაში ერთხელ ყაზახეთის ყველაზე დასახლებული და დიდი ქალაქებიდან ასტანადან, ალმატიდან, აქტაუდან, ატირაუდან, ყარაღანდაშიდან, აქტიუბინსკიდან, კუსტანაიდან, ჩიმკენტიდან და ყიზილორდადან განახორციელებს. ჩარტერული ფრენების დეტალებთან დაკავშირებით, ასევე აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით ავიაკომპანიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და პრეზენტაციები დაიწყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელმა. რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების პრეზენტაციები ორი კვირის განმავლობაში ყაზახეთის ყველა მსხვილ ქალაქში იგეგმება.
გარდა, კომპანია Skybus-სა ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია SCAT გეგმავს. კომპანია ფრენებს აქტაუ – ბათუმი- აქტაუ ზაფხულის სეზონზე კვირაში ორჯერ განახორციელებს.
აჭარაში ყაზახი ტურისტების რაოდენობა მზარდია, რაც ერთის მხრივ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ყაზახეთში ჩატარებული მარკეტინგული კამპანიების დამსახურებაა. გასულ წელს რეგიონს 2014 წელთან შედარებით 3,5 პროცენტით მეტი ყაზახი ტურისტი სტუმრობდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი