მთავარი რელიგია ილია მეორე: სიმდაბლე და საკუთარი ცოდვების განცდა არის გზა სასუფეველისკენ

ილია მეორე: სიმდაბლე და საკუთარი ცოდვების განცდა არის გზა სასუფეველისკენ

„სიმდაბლე და საკუთარი ცოდვების განცდა არის გზა სასუფეველისკენ“,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, ვინც თავს აიმაღლებს, იგი დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, იგი ამაღლდება.

“ვინც არ იმაღლებს თავს, იგი დამდაბლდება, ვინც დაიმდაბლებს თავს, იგი ამაღლდება. სიმდაბლე და განცდა თვისა ცოდვათა არის გზა სასუფეველისკენ. შევთხოვ უფალს, მოგვანიჭოს სიმდაბლე, რათა ავიდეთ ამ სრულყოფილ კიბეზე და გავხდეთ ღირსნი სასუფეველისა.

დღეს იწყება მეზვერისა და ფარისევლის კვირეული. სახარებაში წერია, რომ ტაძარში შევიდა ორი ადამიანი – მეზვერე და ფარისეველი. ფარისეველი დადგა წინ, მეზვერე კი – უკან. მეზვერე გრძნობდა თავის ცოდვებს, ხოლო ფარისეველი ამბობდა – მადლობ შენ უფალო, რომ მე არ ვარ ისეთი, როგორიც სხვა ადამიანები და ავაზაკები არიანო, კვირაში ორჯერ ვმარხულობ და შესაწირავს გავცემო.

მეზვერე, რომელიც გადასახადს კრეფდა ხალხისგან, გრძნობდა თავის დანაშაულს, ძალიან ხშირად ზედმეტსაც ართმევდა ხალხს. მაცხოვარი ამბობს, რომ მეზვერე უფრო გამართლებული გავიდა ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი”, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი