მთავარი პოლიტიკა თეა წულუკიანი მამუკა ახვლედიანის განცხადებას პასუხობს

თეა წულუკიანი მამუკა ახვლედიანის განცხადებას პასუხობს

0 611

ჯერ გავეცნობი მისი განცხადების ტექსტს და თუ ამგვარი საგანგაშო რამ თქვა, რეაგირება აუცილებლად გვექნება, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებას მოსამართლეების საგამოცდო ტესტების წინასწარ გამჟღავნებასთან დაკავშირებით.
”ჯერ გავეცნობი მისი განცხადების ტექსტს და თუ ამგვარი საგანგაშო რამ თქვა, რეაგირება აუცილებლად გვექნება”, – განაცხადა წულუკიანმა.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების ფაქტებზე საუბრობს. ახვლედიანი განმარტავს, რომ ზოგიერთი კანდიდატის წერითი კაზუსების ამოხსნა, აბსოლუტურად, სიტყვა-სიტყვით ემთხვევა წერითი კაზუსის ავტორის მიერ დაწერილი კაზუსის ამოხსნის ოფიციალურ ვერსიას, რითაც დარღვეულია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის წესი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი