მთავარი პოლიტიკა “არ ვიცოდი “მაესტროში” ეს სიტუაცია თუ ხდებოდა, რომ მცოდნოდა სხვანაირად მოვიქცეოდი”

“არ ვიცოდი “მაესტროში” ეს სიტუაცია თუ ხდებოდა, რომ მცოდნოდა სხვანაირად მოვიქცეოდი”

0 766

პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გია გაჩეჩილაძესთან შეხვედრა გაჩეჩილაძის მეგობრის თაობაზე ჰქონდა, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს პრობლემები ჰქონდა.

„არ მახასიათებს ტყუილი, აუტანლობა მაქვს ტყუილის. 11 საათზე შევხდი, სპეკულაციებზე აღარ შემიძლია პასუხების გაცემა. გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარზე მქონდა საუბარი. მეორე მხარეს პრინციპულად არ შევხვდი, ჩაითვლებოდა, რომ მე კონფლიქტის ერთ–ერთ მხარეს შევხვდი. საერთოდ არ ვიცოდი “მაესტროში” ეს სიტუაცია თუ ხდებოდა, რომ მცოდნოდა სხვანაირად მოციქცეოდი, შეხვედრისგან თავს შევიკავებდი”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი