მთავარი საზოგადოება წყლის კომპანიები, ყინვებთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებენ და რეკომენდაციებს სთავაზობენ

წყლის კომპანიები, ყინვებთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებენ და რეკომენდაციებს სთავაზობენ

კომპანიები – “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, „რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“, მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო აბონენტებს აფრთხილებს.

“ზამთრის სეზონზე, განსაკუთრებით კი მიმდინარე წლის 25 იანვრიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში, მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის აბონენტებმა, ყინვის დროს, წყალსადენის სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები და მითითებები: იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენის ქსელები და აღრიცხვის კვანძები.

მათთვის ასევე რეკომენდებულია, დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით. ყოველ აბონენტს, მათი ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, “რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“ აღნიშნულ დღეებში (თარიღებში), წყლის ჭარბად დარიცხულ საფასურს დაუკორექტირებენ.

კომპანიის რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი