მთავარი სამართალი შსს განცხადებას ავრცელებს

შსს განცხადებას ავრცელებს

0 745

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, აჭარის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტები აწარმოებენ გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სსკ-ს 18-179-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 151-ე მუხლით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეის მდგომარეობით, გამოძიების მიერ აღნიშნულ საქმეებზე მოპოვებულია დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მხილებული იქნა ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ., მეტსახელად „ლავას ოღლი“. შედეგად, გამოძიება შევიდა დასკვნით ფაზაში და უახლოეს მომავალში მინდია გ.-ს წარედგინება ბრალი.

მინდია გ. 2015 წლის დეკემბერში დაკავებული იქნა მოლდოვის რესპუბლიკაში. მიმდინარეობს მისი საქართველოში დეპორტაციის პროცესი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი