მთავარი ეს საინტერესოა ყველაზე კეთილშობილური სახის მქონე გოგონას, ტრაგიკული ისტორია….

ყველაზე კეთილშობილური სახის მქონე გოგონას, ტრაგიკული ისტორია….

imageL’Inconnue de la Seine იგივე მდინარე Seine-ს უცნობი ქალი- იყო გოგონა, რომლის სახის გამომეტყველება გახდა ყველაზე პოპულარული სურათი ცნობილი არტისტების სახლებში 1900 წლიდან. მისი ვიზაჟი გახდა მრავალი ლიტერატურული ნაწარმოების შთაგონების წყარო.
1880-იანი წლების ბოლოს, საფრანგეთში 16 წლის დამხრჩვალი გოგოს ცხედარი იპოვეს მდინარე სენას სანაპიროზე Quai du Louvre-ში. ასაკიც მიახლოებით კანის სიგლუვის მიხედვით დადგინდა. ექსპერტების თქმით, მის გვამს არ აღენიშნებოდა არანაირი ძალადობის ნიშნები, რაც დიდი ალბათობით თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა.ეს ფაქტი, ალბათ ისტორიას დაავიწყდებოდა, რომ არა ერთი ძალიან საინტერესო დეტალი. 16 წლის გოგონას ცხედარს, ძალიან ლამაზი და ენიგმატური ღიმილი უმშვენებდა მის გაციებულ სახეს. მისი ღიმილი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ერთ-ერთმა პარიზელმა გადაწყვიტა შეეკვეთა სპეციალური პლასტერის ნიღაბი, რომელიც მიიღებდა ზუსტად იგივე ფორმას, როგორიც ამ 16 წლის გოგონას სახეს ჰქონდა. მომდევნო წლებში მრავალი ასლი შეიქმნა, რომელიც მალევე გახდა პოპულარული პარიზის ბოჰემურ საზოგადოებაში. მის ღიმილს ხშირად ადარებენ Mona Lisa-ს ღიმილს.
imageRainer Maria Rilke-ის ნოველა Die Aufzeichnungen des Malte Laurids Brigge 1910 წელს გამოქვეყნდა.
რუსი მწერლის Vladimir Nabokov-ის მიერ დაწერილი პოემა L’Inconnue de la Seine-ა 1934 წელს გამოქვეყნდა.

1999 წელს გამოვიდა John Straley-ს მისტიური ნოველა კლუბ “L’Inconnue de la Seine”-ზე, რომლის წევრებიც დაავადებულები არიან და სიცოცხლის დასრულება სურთ.

1958 წელს Peter Safar-ის და Asmund Laerdal-ის მიერ, მისი სახე გამოყენებულ იქნა “პირველადი დახმარების” მანეკენად, სადაც ახალგაზრდა სტუდენტები სწავლობდნენ ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ გოგონას სახელი და გვარი დღემდე დაუდგენელია, მეცნიერები ხშირად იმასაც ხუმრობენ, რომ მისი სახე გახდა “the most kissed face of all time..”

 

მოამზადა: კახი სისაურმა

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი