მთავარი კულტურა ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი

ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი

0 755

საქველმოქმედო კონცერტი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, – ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის” მიერ ორგანიზებულ საღამოს, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

ღონისძიება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, დედაქალაქის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიო ვარსკვლავები – ტენორი ალესანდრო საფინა; ჩელისტი ანა რუცნერი; ვირტუოზი პიანისტი ოლივერ პული; სოფი ლორენის უფროსი ვაჟი – დირიჟორი კარლო პონტი, ასევე ნინო სურგულაძე, თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და ინსტრუმენტული ბენდი.

1009927_202925480052484_6278224041263317947_n

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა და ასევე სპონსორ კომპანიებს, რომლებმაც ქველმოქმედებისთვის მნიშვნელოვანი თანხა გაიღეს.
“დიდი იმედი მაქვს, ასეთი აქციები გაგრძელდება და მათში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება, განსაკუთრებით ისეთი საამაყო ადამიანები, როგორიც არის ნინო სურგულაძე და სხვები. ჩვენ მართლაც ბევრი სასიქადულო თანამემამულე გვყავს, რომელოც დღეს უცხოეთში მოღვაწეობს და ასეთ კარგ საქმეებს აკეთებს”, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეებს, ერთი დღით ადრე, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

12508773_202925443385821_7223990785277606270_n

12400949_202925390052493_7172193714774630537_n

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი