მთავარი საზოგადოება ტელეკომპანია ,,მაესტროს” გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია ,,მაესტროს” გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს

0 1146

ტელეკომპანია ,,მაესტროს” გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე, ტელევიზიის მფლობელთა შორის წილების შესაძლოა გადანაწილების შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“წლების განმავლობაში ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებს სისტემატურად ქონდათ შემოთავაზება წილის გასხვისების თაობაზე, მაგრამ ამ დრომდე ასეთი გარიგება არ შემდგარა. დღეის მონაცემებით მე, როგორც ტელეკომპანიის დირექტორს, არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე დამფუძნებელი გეგმავს წილის გაყიდვას. დამფუძნებლებს შორის არსებული წილების ბალანსი დღემდე იყო ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია, რისი საუკეთესო ილუსტრაციაც არის „მაესტროს“ ფუნქციონირება ბოლო წლების განმავლობაში. შესაბამისად, ამ ბალანსის ნებისმიერი დარღვევა ტელევიზიის თანამშრომლების მიერ აღქმული იქნება, როგორც ჩვენი უმთავრესი ღირებულების – დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე და ჩაითვლება ტელეკომპანიის საქმიანობის გაკონტროლების მცდელობად. ასეთ შემთხვევაში, ტელეკომპანია, ჟურნალისტები და პირადად მე გავაკეთებთ ყველაფერს „მაესტროს“ დამოუკიდებლობის დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს ამის დიდი გამოცდილება აქვს”, – წერს ბაია გადაბაძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი