მთავარი საერთო სამართალდამცველებმა მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ავტომობილს მიაგნეს

სამართალდამცველებმა მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ავტომობილს მიაგნეს

0 580

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე სამართალდამცველებმა მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს. ინფორმაცია „შენი მედია გუნდს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, ნომრებით FBI-010 დაზიანებული არ არის. მას მხოლოდ ერთი საბურავი აქვს დაშვებული. ნუცუბიძის პლატოს მაცხოვრებლებმა მანქანა რამდენიმე დღის წინ შენიშნეს. ის ამ დროისთვის სპეციალურ სადგომზეა გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი შაბათ საღამოს იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავი მოიკლა. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ კუჭავას ოჯახის წევრებს და ადვოკატებს. მათ გამოძიების ვერსიის არ სჯერათ.
ქირიას ზუგდიდში შაბათს დაკრძალავენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი