მთავარი საერთო მიშა მესხი და მისი მეგობარი ნარკოტიკული ზედოზირების შესაძლო ლეტალური შედეგისგან იხსნეს(ვიდეო)

მიშა მესხი და მისი მეგობარი ნარკოტიკული ზედოზირების შესაძლო ლეტალური შედეგისგან იხსნეს(ვიდეო)

0 1014

ცნობილი ქართველი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი კიევის “ბორისპოლის” აეროპორტში ტაქსით მიემგზავრებოდნენ, ტაქსისტი კი იძულებული გახდა, ადგილზე მისვლის შემდეგ პატრული გამოეძახებინა, რადგან მგზავრები გარე მოქმედებებზე, მათ შორის, ტაქსისტის სიტყვებზე არ რეაგირებდნენ. ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ადგილზე მოსული ექიმი ნარკოტიკული ზედოზირების დიაგნოზს სვამს და ერთერთ მგზავრს, მიშა მესხის მეგობარს, სავარაუდოდ, ე.წ. ნარკანს უკეთებს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გონზე მოდის, თუმცა, მიშა მესხის გონზე მოსაყვანად, ვიდეოს მიხედვით, მისი ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო. ვიდეო უკრაინულმა ტელევიზიამ “ესპრესო ტვ”-მ გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს წინა სავარძელზე გადაწოლილი მიშა მესხი, ხოლო უკანა სავარძელზე, მისი მეგობარი, რომლებიც ნიშადურის სპირტიანი ბამბის ნესტოებთან მიტანაზეც არ რეაგირებენ.

სრული ვიდეო მასალა:

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი