მთავარი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით ორი დღის განმავლობაში თოვა გაგრძელდება

მთელი საქართველოს მასშტაბით ორი დღის განმავლობაში თოვა გაგრძელდება

0 792

უახლოესი ორი დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიური თოვა გაგრძელდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ითოვებს მთაში, მაღალმთაში, დაბლობში, ბარში, ზღვაზე. მისივე ცნობით, ამჟამად ფოთში წვიმს, თუმცა იქაც მოთოვს.

“იქნება დაბალი ტემპერატურა, მთებში და მაღალმთებში – ქარბუქი. თოვლი იქნება ხვალ და ზეგ. 26 იანვარს თოვლის ინტენსივობა შემცირდება და ზოგან შეიძლება შეწყდეს კიდეც. 26-27 იანვარს ყინვებიც გაძლიერდება”, – აცხადებს ჰიდრომეტეოლოროგიური სამსახურის ხელმძღვანელი.
მისივე ინფირმაციით, 27 იანვრიდან გამოიდარებს, მაგარ ცოტ-ცოტა ნალექი მაინც დარჩება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი