მთავარი შოუბიზნესი მერაია ქერის 7.5 მილიონ დოლარად შეფასებული საჩუქარი

მერაია ქერის 7.5 მილიონ დოლარად შეფასებული საჩუქარი

0 899

მერაია ქერის საქმრომ, მილიარდერმა ჯეიმს პეკერმა 35 კარატიანი ალმასის ბეჭედი აჩუქა, რომლის ღირებულება 7.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

 45 წლის მომღერალს 48 წლის მილიარდერმა, რომელიც ავსტრალიაში  ყველაზე მდიდარ ადამიანთა ოთხეულში შედის, ცოლად გაყოლა  ნიუ იორკის რესტორანში,  რომანტიულ ვახშამზე,  ცალ მუხლზე დაჩოქილმა  სთხოვა.

ექსპერტების აზრით, მერაია ქერის  ბეჭედმა  დაჩრდილა ლეგენდარული ელიზაბეტ ტეილორის საქორწინო ბეჭედი, რომელიც  რიჩარდ ბარტონმა აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, მერაია ქერი ცოლად გაჰყვა  რეპერ ნიკ კენონს, რომელთანაც  2014 წელს განქორწინდა.  ახლა ისინი ერთად ზრდიან  ტყუპებს – ვაჟს მოროკანას და გოგონას მონროს

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი