მთავარი საზოგადოება მარიამ ქობულია: ,,თვითონ ცოდვილებს სხვის ცოდვებზე რა გაქვთ სათქმელი”

მარიამ ქობულია: ,,თვითონ ცოდვილებს სხვის ცოდვებზე რა გაქვთ სათქმელი”

1 5089

,,საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, მარიამ ქობულია, მედია საშუალებებში გასულ ტოქ-შოუებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,ახლა მთელი საქართველო ისმენს დემაგოგიას ღალატსა და თანაბარ უფლებებზე და მახსენდება შექსპირის სიტყვები: ,, თვითონ ცოდვილებს სხვის ცოდვებზე რა გაქვთ სათქმელიო” .ძალიან მარტივია, თუ მართლა გიყვარს და მართლა უყვარხარ შანსი არაა ქალმა ან კაცმა ეს ნაბიჯი გადადგას. არ არსებობს ასეთი რამ, თუ ვინმე ქალი ან კაცი ღალატობს თავის საყვარელ ადამიანს ესეიგი რეალურად არ უყვარს და მერე ტყუილში და ფარისევლობაში ცხოვრობენ. დღეს სამწუხაროდ საზოგადოება ასე  ცხოვრობს. მთავარი გახდა სხვის თვალში ქულების დაწერა ,ისე ინიღბებიან ადამიანები, რეალურ სახეს კარგავენ. ვუყურებდი და ვუსმენდი ადამიენებს, რომლებიც სხვებს ისე განიკითხავდნენ, გეგონებოდათ თვითონ ანგელოზები იყვნენ. მერე ისევ ასეთი ადამინები წაუკითხავენ სხვებს მორალს და თან ასე საჯაროდ ღმერთსაც ჩარევენ ადამიენების განმკითხველად. არანაირი რაციონალური მსჯელობა, არანაირი ეთიკა, არანაირი სარწმუნოება ,თითქოს ყველაფერი სულერთი გახდა. ადამიანი შეუმეცნებადია, შესაბამისად სხვებს არ ძალუძთ მათი ან ამოცნობა ან შეცნობა. ამიტომ ის ტრასაცედენტური დამოკიდებულება რაც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებობს ძალიან ძლიერი და ინდივიდუალურია. ქრისტიანობის მთავარი დევიზი მიმტევებლობა და სიყვარულია. რასაც ვუსმენ და ვუყურებ ყველაზე ნაკლებად ეს ორი რამ აკლია ქართულ საზოგადოებას. საკუთარი თავის შეცნობაა ყველაზე მთავარი, თუ ამით ვიქნებით დაკავებულები სხვებისთვის დრო ნამდვილად არ დაგვრჩება, საკუთარ სულის სიღრმეში ჩახედვა ყველაზე რთულია და ამ თვალსაზრისით შეიძლება ჩვენ ყველა ერთმანეთზე უარესები ვიყოთ.

ან ღმერთზე რა ვიცით, ან ადამიანებზე ან საკუთარ თავზე? არავინ არაფერი არ იცის. ღმერთს და სახარებას  როცა ადამიანები ასე საჯაროდ  ახსენებენ,ურიგო არ იქნებოდა,  მარიამ ეგვიპტელზე ყურადღებით და მრავალჯერ წაეკითხათ  წმინდა წერილებში”-წერს მარიამ ქობულია

 

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი