მთავარი ეკონომიკა ლარის კურსი თითქმის ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა

ლარის კურსი თითქმის ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4445 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4445 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4317 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0128 ლარი შეადგინა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6635 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6583 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0052 ლარი შეადგინა.

ლარის გაუფასურების ისტორიული მინიმუმი 1999 წლის 23 თებერვალს დაფიქსირდა, ამ დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.4510 ღირდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი