მთავარი მედიცინა ახალი პლანეტა მზის სისტემაში

ახალი პლანეტა მზის სისტემაში

0 1701


მეცნიერებმა მზის სისტემაში ახალი პლანეტა აღმოაჩინეს. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტრონომებმა მაიკლ ბრაუნმა და კონსტანტინ ბატიგინმა განაცხდეს, რომ მზის სისტემაში მეცხრე პლანეტა არსებობს და ის დაახლოებით ნეპტუნის ზომისაა.

მეცნიერების მუშაობის შედეგები ჟურნალმა „საიენსმა“ გამოაქვეყნა. გამოთვლებმა აჩვენა, რომ პლანეტა მზის გარშემო ნეპტუნის 20 ორბიტის მანძილზე მოძრაობს და მისი წონა 10-ჯერ მეტია დედამიწისაზე.

ახალ აღმოჩენასთან დაკავშირებით, მეცნიერებში აზრთა სხვადასხვაობაა. ასტრონომების ერთი ნაწილი თვლის, რომ პლანეტა მხოლოდ გამოთვლების შედეგია და რეალურად არ არსებობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი