მთავარი საზოგადოება არჩილ თალაკვაძე: ,,2014 წელთან შედარებით, 2015 წელს დანაშაულის საერთო მაჩვენებლის კლება...

არჩილ თალაკვაძე: ,,2014 წელთან შედარებით, 2015 წელს დანაშაულის საერთო მაჩვენებლის კლება ფიქსირდება”

2014 წელთან  შედარებით, 2015 წელს დანაშაულის საერთო მაჩვენებლის კლება ფიქსირდება, –  ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა “2030-ში” განაცხადა.

„2014 წელთან  შედარებით, 2015 წელს დანაშაულის საერთო მაჩვენებლის კლება ფიქსირდება. გახსნილი დანაშაულების რაოდენობა იგივე რჩება, რაც შარშან იყო – დაახლოებით, 60%-ის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ 10-დან ყოველი 6 დანაშაული გახსნილია. არის დანაშაულის სახეები, სადაც, შარშანდელ წელთან შედარებით, ზოგან ზრდა, ზოგან კი, კლება ფიქსირდება. მაგალითად, ქურდობისა და ძარცვის ფაქტებზე კლება გვაქვს, განზრახ მკვლელობის – 5 ფაქტით მეტი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი