მთავარი რეგიონი 40 წლის მამაკაცი დაიღუპა ბათუმი – ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისას

40 წლის მამაკაცი დაიღუპა ბათუმი – ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისას

0 2361

არსებული ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცი დაიღუპა ბათუმი – ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას. შემთხვევა ჩაქვის მონაკვეთზე დღეს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მას ხარაჩოზე ფეხი დაუცდა, სიმაღლიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით, 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს მოკვლევა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას სამშენებლო წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, „სინოჰიდრო“ასრულებს. კომპანიის იურისტი ბადრი ღაღაიშვილი სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო, თუმცა მშენებლობის პროცესში მას ხარაჩოზე ფეხი დაუცდა და 25 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა. – “მინდა გითხრათ, რომ მომხდართან დაკავშირებით, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ჩვენი თანამშრომლის ჩამოვარდნიდან, რამდენიმე წუთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა მოვიდა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო”- აცხადებს იგი.

მარიამ კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი