მთავარი რეგიონი 30 დეკემბერს შავი ზღვის სანაპიროზე 3-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

30 დეკემბერს შავი ზღვის სანაპიროზე 3-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

0 876

30 დეკემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე შესაძლებელია 3-5-ბალიანი შტორმი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტომ განაცხადა, 30 დეკემბრიდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია ნალექი, 31 დეკემბერს და 1 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მათივე ინფორმაციით, გაძლიერდება ქარი. 30 დეკემბერს ზღვაზე შესაძლებელია 3-5-ბალიანი შტორმი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი და თოვლის ზვავები, რამაც შესაძლოა ფასანაური-კობის, სტეფანწმინდა-ლარსის და სხვა საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვები გამოიწვიოს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი